დონალდ ტრამპი - ხუთშაბათს მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა რადიკალმა მემარცხენე ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა დამაკავოს
დონალდ ტრამპი გეგმავს ფულტონის ოლქის ციხეში ხუთშაბათს ჩაბარდეს. ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ხუთშაბათს მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა რადიკალმა მემარცხენე ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა დამაკავოს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აღნიშნული თარიღი ტრამპის ადვოკატების ფულტონის ოლქის პროკურატურაში მისვლის შემდეგ ჩაინიშნა.
რესპუბლიკური პარტიის 2024 წლის პირველი საარჩევნო დებატები და ფორუმები ოთხშაბათს არის დაგეგმილი. ტრამპმა განაცხადა, რომ ის მონაწილეობას არ აპირებს.