დონალდ ტრამპი - ხალხი ბედნიერი იქნება, მიიღოს სქელი, ლამაზი ჩეკი, რომელზეც ჩემი სახელია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქეები ბედნიერები იქნებიან, მიიღონ „სქელი, ლამაზი ჩეკი“ ზედ მისი სახელით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეს განცხადება აშშ-ის ლიდერმა ჟურნალისტის პასუხად გააკეთა, რომელმაც ჰკითხა, თუ რატომ ეწერა დონალდ ტრამპის სახელი ჩეკებზე, რომლებიც მოქალაქეებმა ფინანსური დახმარების სახით მიიღეს. ამის პასუხად ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბევრი არაფერი იცის. ამასთან, აღნიშნა, რომ მისი სახელის დაწერა ჩეკებზე პროცესს არ აჭიანურებს.
„ბევრი არაფერი ვიცი ამის შესახებ, თუმცა როგორც ვიცი, იქ ჩემი სახელია. არ ვიცი, სად აპირებენ და როგორ აპირებენ. როგორც მესმის, ეს არაფერს აყოვნებს. მე კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ, ხალხი ბედნიერი იქნება, მიიღოს დიდი, სქელი ლამაზი ჩეკი ზედ ჩემი სახელით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსური დახმარების ჩეკებზე დონალდ ტრამპის სახელის დატანამ ჩეკების გაცემის პროცესი შეაყოვნა.