დონალდ ტრამპი - კამალა ჰარისი თეთრ სახლში თუ შევა, ყველაზე რადიკალი, უკიდურესად მემარცხენე ექსტრემისტი იქნება, ვინც თეთრ სახლს ოდესმე დაიკავებს
კამალა ჰარისი თეთრ სახლში თუ შევა, იქნება ყველაზე რადიკალი, უკიდურესად მემარცხენე ექსტრემისტი, ვინც ოდესმე დაიკავებს თეთრ სახლს, არასოდეს ყოფილა ასეთი გიჟი თეთრ სახლში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ეს გახლდათ პირველი შეკრება ტრამპის კამპანიის ფარგლებში მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.
დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატების დამარცხება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში ქვეყანა აღარ დარჩება.
„ახლა ჩვენ გვყავს დასამარცხებელი ახალი მსხვერპლი, მატყუარა კამალა. ყველაზე არაკომპეტენტური და მემარცხენე ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. ახლა მოიყვანეს ის, ვინც ბაიდენზე უარესია, რადგან ბაიდენი ყალბი ლიბერალია. ბაიდენი არც ისე ლიბერალი იყო. ის ყალბი იყო. კამალა ჰარისი ნამდვილი ლიბერალია. და მას აქვს ახალი ხაზი, თქვენ იცით, ის ამბობს: „მე ვარ პროკურორი“. ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პროკურორია. მან გაანადგურა სან-ფრანცისკო. მათი კამპანია ამბობს, „მე ვარ პროკურორი და ის არის მსჯავრდებული“. ეს მათი კამპანიაა. არა მგონია, ხალხმა ეს იყიდოს. თუ კამალა ასე თავხედურად გატყუებთ ჯო ბაიდენის გონებრივი უუნარობის თაობაზე, მაშინ ის მოგატყუებთ ნებისმიერ რამეზე. მისი ნდობა არასოდეს შეიძლება. ისევე როგორც თაღლითი ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისიც უვარგისია ლიდერობისთვის. ის დაანგრევს ჩვენს ქვეყანას ერთ წელიწადში. ეს ქვეყანა განადგურდება. ხმა კამალასთვის არის ხმის მიცემა კიდევ ოთხი წლით უსინდისობისთვის, არაკომპეტენტურობისთვის, სისუსტისა და წარუმატებლობისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.