დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენმა უკრაინა მისცა პუტინს, მისი გამოსვლა იყო მრისხანე, პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე
დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენმა უკრაინა მისცა პუტინს, მისი გამოსვლა იყო მრისხანე, პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ეს იყო მრისხანე, პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე გამოსვლა. მან ძლივს ახსენა იმიგრაცია. ის არასოდეს გამოასწორებს იმიგრაციის საკითხს და არც სურს. მას სურს, ჩვენი ქვეყანა გავსებული იყოს მიგრანტებით. დანაშაული გაიზრდება იმ დონემდე, რომელიც აქამდე არ გვინახავს და ეს ძალიან სწრაფად ხდება“, – აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ჯო ბადენის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ირანის მიმართ.

„ის არ აღუდგა პუტინს, მან პუტინს უკრაინა მისცა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამასთან, როგორც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ჯო ბაიდენმა გაამდიდრა ირანი, სწორედ ამიტომ არსებობს პრობლემები ახლო აღმოსავლეთში.