დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენმა თავისი სისუსტით რაც გააკეთა ირანთან დაკავშირებით, ამან გამოიწვია თავდასხმა ისრაელზე
ჯო ბაიდენმა თავისი სისუსტით რაც გააკეთა ირანთან დაკავშირებით, ამან გამოიწვია თავდასხმა ისრაელზე, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ირანი ამჟამად მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ თეთრ სახლში მისი დაბრუნებისთანავე დაწესდება ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები და ყველაზე მძლავრი ეკონომიკური იარაღი.
„ყველა ამერიკელს, ვისაც ეშინია, რომ თაღლითი ჯოს სისუსტე კატასტროფულ გლობალურ კონფლიქტს გამოიწვევს, მაპატიეთ, ეს უკვე არის. მე ამ პირობას გაძლევთ, როგორც პრეზიდენტი, მე აღვადგენ მშვიდობას ძლიერებით და ჩვენ თავიდან ავიცილებთ, შევაჩერებთ მესამე მსოფლიო ომს, არ გვექნება მესამე მსოფლიო ომი. ყველა მოთამაშეს ვიცნობ. მე მათ ყველას ვიცნობ. სწორედ ჯო ბაიდენი იყო თავისი სისუსტეებით და იმით, რაც მან გააკეთა ირანთან და სხვებთან, რამაც გამოიწვია შეტევა ისრაელზე. ისინი თავს არ დაესხმებოდნენ ისრაელს. რუსეთი თავს არ დაესხმებოდა უკრაინას. ინფლაცია არ გექნებოდათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.