დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი თუ გაიმარჯვებს, ჩინეთი ჩვენს ქვეყანას დაეპატრონება
დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი თუ გაიმარჯვებს, ჩინეთი ჩვენს ქვეყანას დაეპატრონება

აშშ-ს პრეზიდენტი 2020 წლის ეროვნული პოლიტიკის საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრაზე დონალდ ტრამპი დემოკრატების ეროვნულ ყრილობას და საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამოსვლას გამოეხმაურა.

„სადაც ჯო ბაიდენი სიბნელეს ხედავს, მე აშშ-ს სიდიადეს ვხედავ“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ჩინეთი აშშ-ზე სრულ კონტროლს დაამყარებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სადაზვერვო ანგარიშები მიანიშნებს იმაზე, რომ ჩინეთს ძალიან უნდა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს.

„ჩვენი ქვეყნის და ცივილიზაციის ბედი 3 ნოემბერს გადაწყდება“, – აღნიშნა ტრამპმა.