ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონლად ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი ღმერთის წინააღმდეგაა.
ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ოჰაიოში გააკეთა.
„ბაიდენი რადიკალი მემარცხენეების დღის წესრიგს მისდევს. რაც ნიშნავს, რომ ის წაგართმევთ იარაღს, გაანადგურებს მეორე შესწორებას. უარი რელიგიას, მიაყენე ტკივილი ბიბლიას, მიაყენე ტკივილი ღმერთს. ის ღმერთის წინააღმდეგია, ის იარაღის წინააღმდეგია, ის ენერგიის წინააღმდეგია, ჩვენ რომ ვიცნობთ, იმ ენერგიის“, – განაცხადა ტრამპმა.
ჯო ბაიდენი ნოემბრის არჩევნებში დონლად ტრამპის კონკურენტი იქნება. ბაიდენი ხშირად საუბრობდა, რომ პირველი მეუღლისა და შვილის ავტოსაგზაო შემთხვევაში გარდაცვალების შემდეგ ტრამვის გადატანაში მას რწმენა დაეხმარა.
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდნეტის შტაბმა გაავრცელა განაცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენისთვის რწმენა „უკიდურესად მნიშვნელოვანია“.