დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი ძალიან არაკომპეტენტურია, ერთადერთი, რაც მან იცის, არჩევნებზე თაღლითობაა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს, არჩევნებზე თაღლითობის გარდა, არაფერი შეუძლია. ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აიოვას შტატში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.
აიოვას შტატში 15 იანვარს რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლები 2024 წლის არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისთვის ემზადებიან. სოციოლოგიური გამოკითხვებით, ამჟამად ტრამპი ლიდერობს – 48%-ით, მეორე ადგილზეა გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი – 20%-ით, ხოლო მესამეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი – 16%-ით.
„ჩვენს ქვეყანას ძალიან სევდიანი რამ დაემართა. ჩვენი ქვეყანა მიიტაცეს, დაიპყრეს. ეს არის შემოჭრა. ჩვენ გვქონდა ძლიერი საზღვარი და ახლა გვაქვს ყველაზე სუსტად დაცული საზღვარი. ბაიდენი ძალზედ არაკომპეტენტურია. ერთადერთი, რაც მან იცის, არჩევნებზე თაღლითობაა. მათ საარჩევნო თაღლითობა ძალიან კარგად გამოსდით. ასევე კარგად გამოსდით პოლიტიკური ოპონენტების დევნა. მაგრამ სხვა არაფერის გაკეთება შეუძლიათ. და ჩვენ მათ გაკვეთილს ჩავუტარებთ“, – განაცხადა ტრამპმა
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ნომბერში გაიმართება.