დონალდ ტრამპი - ჯერ ტანკები იქნება, მერე - ბირთვული რაკეტები, დაასრულეთ ეს გიჟური ომი,  ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია
დონალდ ტრამპი - ჯერ ტანკები იქნება, მერე - ბირთვული რაკეტები, დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია

ჯერ ტანკები იქნება, მერე – ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია, – ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბიადენის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში, truth social -ში გამოაქვეყნა.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის.