აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს, რადგან ისე იქცევა, როგორც ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს, რადგან ის იქცევა, როგორც ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო. აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უხდის 500 მილიონ დოლარს წელიწადში. ჩინეთი კი წელიწადში 38 მილიონს. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არ უნდა იმართლებდნენ თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები უშვებენ შეცდომებს, რომელთა გამოც მსოფლიოში ასობით ათასობით ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.