დონალდ ტრამპი - ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების მიუხედავად, საუდის არაბეთთან იარაღის რეალიზაციის შეწყვეტის მიზეზს ვერ ვხედავ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვერ ხედავს საუდის არაბეთთან იარაღის რეალიზაციის შეწყვეტის მიზეზს, მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოდან, არაბი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი გაუჩინარდა.
პრეზიდენტი თვლის, რომ სარეალიზაციო პროცესის შეჩერების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყანა ფულს რუსეთისა და ჩინეთისკენ მიმართავს.
„ისინი ხარჯავენ 110 მილიარდ დოლარს სამხედრო აღჭურვილობასა და ნივთებზე, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის ამ ქვეყნისთვის. არ მომწონს 110 მილიარდიანი ინვესტიციის შეჩერების კონცეფცია, რადგან თქვენ იცით, რას მოიმოქმედებენ. ისინი ამ ფულს რუსეთში, ჩინეთსა ან სადმე სხვაგან დახარჯავენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.