დონალდ ტრამპი ბრიტანეთს სამუშაო ვიზიტით ივლისში ეწვევა
დონალდ ტრამპი  ბრიტანეთს სამუშაო ვიზიტით ივლისში ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ბრიტანეთს სამუშაო ვიზიტით 13 ივლისს ესტუმრება.

აშშ-ში ბრიტანეთის ელჩის, კიმ დერექის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ორმხრივ მოლაპარაკებებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ტერეზა მეისთან გამართავს.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ეს ბრიტანეთში დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება.

მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიტანეთში თებერვალში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. დონალდ ტრამპმა მაშინ თქვა, რომ არ ეთანხმებოდა წინა ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ აშშ-ის ახალი საელჩოს ადგილმდებარეობას და აშენებისთვის გაწეულ დიდ ხარჯებს.