დონალდ ტრამპი ისრაელში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე არკანზასის ყოფილ გუბერნატორ მაიკ ჰაკაბის წარადგენს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არკანზასის ყოფილ გუბერნატორს, მაიკ ჰაკაბის ისრაელში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგენს.
„მაიკი წლების განმავლობაში იყო შესანიშნავი საჯარო მოხელე, გუბერნატორი და ლიდერი რწმენაში. მას უყვარს ისრაელი და ისრაელის ხალხი, და, ასევე, ისრაელის ხალხს უყვარს ის. მაიკი დაუღალავად იმუშავებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი განცხადებაში.
მაიკ ჰაკაბი პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს 2008 და 2016 წლებში. მისი ქალიშვილი სარა ჰაკაბი სანდერსი მუშაობდა ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის პრესმდივნად და ამჟამად არკანზასის მოქმედი გუბერნატორია.