დონალდ ტრამპი - ისეთ მტრულ პრესასთან მიწევს გამკლავება, როგორიც აქამდე არც ერთ პრეზიდენტს არ შეხვედრია
ისეთ მტრულ პრესასთან მიწევს გამკლავება, როგორიც აქამდე არც ერთ პრეზიდენტს არ შეხვედრია, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული პრესა მას მტრულად უდგება. მისი თქმით, მის გამოცდილებასთან ახლოს მხოლოდ აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი აბრამ ლინკოლნია.
„ყოველთვის ამბობენ, რომ პრესა არავის ისე ცუდად არ ექცეოდა, როგორც ლინკოლნს. მჯერა, რომ მე უარესად მეპყრობიან“, – აცხადებს ტრამპი.
ამასთან, ტრამპმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი და მისი სიკვდილიანობის დონე იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს რამდენიმე კვირის წინ ეგონა და ამბობდა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 100 000-ს არ გადააჭარბებდა. ამის ფონზე, დონალდ ტრამპი მაინც მხარს უჭერს გარკვეული შტატების ხელახლა გახსნასა და შეზღუდვების შერბილებას.