ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ირანში ათასობით ადამიანს პროტესტის გამო კლავენ.
„სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ირანი ათასობით ადამიანს პროტესტის გამო კლავს. ირანში ინტერნეტი იმიტომ გამორთეს, რომ ხალხმა არ ნახოს, რა ხდება. საშინელება ხდება და მსოფლიომ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩონოს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ინფორმაციით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა 208 ადამიანი მოკლეს.
საპროტესტო გამოსვლები ირანში 15 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საწვავის ფასი 50 პროცენტით გაიზრდებოდა.