დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს
დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, მან სახაზინო მდივანს, სტივენ მნუჩინს უკვე დაავალა, „არსებითად გაზარდოს“ ირანისთვის დაწესებული სანქციები.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ლიდერმა ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე მიიღო.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე 14 სექტემბერს თავდასხმა განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.