დონალდ ტრამპი - ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება არ მსურს, მაგრამ ამის შანსი ყოველთვის არსებობს
ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება არ მსურს, მაგრამ ამის შანსი ყოველთვის არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლონდონში პირს მორგანთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ირანი ტერორისტული სახელმწიფოა, რომელიც ტერორიზმს აფინანსებს.
„ირანი არის ადგილი, რომელიც იყო უკიდურესად მტრული, როდესაც მე პრეზიდენტი გავხვდი. ისინი იემენს და სირიას შორის 14 სხვადასხვა ადგილას და ბევრ სხვა საბრძოლო ზონაში იყვნენ. ისინი იყვნენ ტერორიზმის უკან ბევრ სხვადასხვა ადგილას.ეს იყო მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფო და შეიძლება დღესაც ასეა. პრეზიდენტმა ობამამ დადო ბირთვული შეთანხმება, რომელიც საშინელი შეთანხმება იყო. გადაუხადეს 150 მილიარდი დოლარი, 1.8 მილიარდი ნაღდი ანგარიშსწორებით. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და შევწყვიტე შეთანხმება. ირანი ახლა სავსებით სხვა ქვეყანაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.