დონალდ ტრამპი - ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მათ უკვე განახორციელეს ნაბიჯები, რომლებიც არ გამოვიდა, მაგრამ კვლავ ეცდებიან
დონალდ ტრამპი - ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მათ უკვე განახორციელეს ნაბიჯები, რომლებიც არ გამოვიდა, მაგრამ კვლავ ეცდებიან

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპი ირანიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გააფრთხილეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის თქმით, იგი ახლა უფრო მეტი დაცვითა და იარაღითაა შემორტყმული, ვიდრე ოდესმე.

„ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აშშ-ის სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან და ელოდებიან. ირანმა უკვე განხორციელდა ნაბიჯები, რომლებიც არ გამოვიდა, მაგრამ ისინი კვლავ ეცდებიან. ეს სიტუაცია არავისთვის არ არის კარგი. მე გარშემორტყმული ვარ უფრო მეტი დაცვით და იარაღით, ვიდრე ოდესმე მინახავს. მადლობა კონგრესს, რომ ერთხმად დაამტკიცა გაცილებით მეტი თანხა საიდუმლო სამსახურისთვის. სასიამოვნოა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შეთანხმება რაღაც საკითხზე“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.