დონალდ ტრამპი - ირანის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე იერიშის მიტანის განკარგულებას არ გავცემ
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ირანის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე იერიშის მიტანის განკარგულებას არ გასცემს.
„სხვადასხვა კანონით კულტურულ მემკვიდრეობას უნდა გავუფრთხილდეთ და თუ კანონით ასეა, მას უნდა დავემორჩილოთ. მომწონს კანონმორჩილება. ირანი კლავს და აფეთქებს ჩვენს ხალხს და ამ დროს ჩვენ მის კულტურას უნდა გავუფრთხილდეთ, თუმცა არა უშავს, იყოს ასე. თუ ირანი გააკეთებს, რაც არ უნდა გააკეთოს, მაშინ ისინი შედეგს მოიმკიან“, – განაცხადა ტრამპმა.
ამ განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ფაქტობრივად უარყო მის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერი, რომელშიც ირანს 52 სამიზნესა და მათ შორის „ირანული კულტურისთვის მნიშვნელოვან ობიექტებზე“ იერიშით დაემუქრა.