დონალდ ტრამპი - ირანის ბირთვულ საკითხზე კვლავაც დიპლომატიური გადაწყვეტის ერთგული ვართ, მთელ ჩემს ადმინისტრაციას დაევალა ირანთან მოლაპარაკების წარმოება
ირანი, შესაძლოა, გახდეს დიადი ქვეყანა, მაგრამ ჯერ სრულად უნდა თქვან უარი ბირთვული იარაღის მოპოვების იმედზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, მის ადმინისტრაციას დაევალა ირანთან მოლაპარაკების წარმოება.
„ჩვენ ირანის ბირთვულ საკითხზე კვლავაც დიპლომატიური გადაწყვეტის ერთგული ვართ. მთელ ჩემს ადმინისტრაციას დაევალა ირანთან მოლაპარაკების წარმოება. ირანი, შესაძლოა, გახდეს დიადი ქვეყანა, მაგრამ ჯერ სრულად უნდა თქვან უარი ბირთვული იარაღის მოპოვების იმედზე“, – წერს დონალდ ტრამპი.