დონალდ ტრამპი იარაღის შესყიდვაზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
აშშ-ის პრეზიდენტი იარაღის შესყიდვაზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა ახალი კანონი უნდა მიიღონ, რომელიც იარაღის შესყიდვის დროს ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებას უზრუნველყოფს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი კანონმდებლობა შესაძლოა, შეეხოს საიმიგრაციო რეფორმას. ინიციატივას დონალდ ტრამპი ელ პასოსა და დეიტონში მომხდარ მკვლელობებს უკავშირებს.
„რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთად უნდა დადგნენ და წავიდეთ მონაცემების შემოწმების გზით. შესაძლოა, ეს დაუკავშირდეს აუცილებელ საიმიგრაციო რეფორმას. უნდა შევქმნათ რაღაც კარგი, დიდებული თუ არა, ამ ორი ტრაგიკული მოვლენიდან გამომდინარე“, – განაცხადა ტრამპმა.
3 აგვისტოს, ელ პასოში რასისტული მოტივით შეიარაღებულმა მამაკაცმა 20 ადამიანი მოკლა. რამდენიმე საათში დეიტონში კიდევ ერთმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცხრა ადამიანი მოკლა.