დონალდ ტრამპის თქმით, იაპონია ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მოკავშირეა.
ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა იაპონიაში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა.
„ჩვენ არასდროს დავთმობთ, არასდროს შევდრკებით, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის დაცვას, თავისუფლების დაცვას და ჩვენს დიად ამერიკულ დროშას ეხება.
არც ერთმა რეჟიმმა, არც დიქტატორმა, არც ქვეყანამ არასდროს უნდა შეიტანოს ეჭვი ჩვენს შემართებაში“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა იაპონიაში დისლოცირებულ ამერიკელი სამხედროებთან შეხვედრაზე.
აშშ-ის პრეზიდენტი უკვე შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს. დონალდ ტრამპმა და სინძო აბემ დღეს ერთად ითამაშეს გოლფი.
აშშ-ის ლიდერის აზიური ტურნე 12 დღეს გასტანს. ის სამხრეთ კორეას, ტაივანს, ჩინეთსა და ფილიპინებს ეწვევა. როგორც თავად პრეზიდენტმა აღნიშნა, აზიაში მოგზაურობის დროს ის აპირებს შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს. მისივე თქმით, აშშ-ს სჭირდება პუტინის დახმარება ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადასაწყვეტად.