დონალდ ტრამპი - „ჰიდროქსიქლოროქინს“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვსვამ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის „ჰიდროქსიქლოროქინს“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სვამს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტების საპასუხოდ გააკეთა.
„რამდენიმე კვირის წინ დავიწყე მიღება. დღეში ერთ ტაბლეტს ვსვამ. უკვე კვირაზე მეტია“,- განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვას, გაუწია თუ არა „ჰიდროქსიქლოროქინის“ მიღებას რეკომენდაცია თეთრი სახლის ექიმმა, ტრამპმა უარით უპასუხა.
„მე ვკითხე მას – აბა, რა რას ფიქრობ?! მან მიპასუხა, თუ შენ გინდა..“, – აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, მან „ჰიდროქსიქსლოროქინის“ პრევენციის მიზნით მიღების შესახებ ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანებისგან შეიტყო“.
„არ ვიცი, მუშაობს თუ არა ეს, მაგრამ თუ არ მუშაობს, ეს წამალი მაინც არ დაგაავადებთ და არ მოგკლავთ. მე უკვე კვირაზე მეტია, ვიღებ მას და ჯერ კიდევ აქ ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.