დონალდ ტრამპი - გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და იმედი მაქვს, არცთუ შორეულ მომავალში, ჩვენ ვიამაყებთ შესრულებული სამუშაოთი
დონალდ ტრამპი - გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და იმედი მაქვს, არცთუ შორეულ მომავალში, ჩვენ ვიამაყებთ შესრულებული სამუშაოთი

გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და იმედი მაქვს, არცთუ შორეულ მომავალში, ჩვენ ვიამაყებთ შესრულებული სამუშაოთი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიუ იორკში გარდაცვლილთა რაოდენობა ნაკლები იყო წინა დღესთან შედარებით, რაც ამ დროისთვის პირველი კლებაა და კარგი ნიშანია.

„ნიუ იორკი და ნიუ ჯერსი ნამდვილად იქცნენ ცხელ წერტილებად. თუმცა პირველად ნიუ იორკში გარდაცვლილთა რაოდენობა ნაკლები იყო წინა დღესთან შეფარდებით. ეს პირველი კლებაა ამ დროისთვის. ალბათ, ეს კარგი ნიშანია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ცხელ წერტილებში კლებას ვხედავთ. ამას მომავალ რამდენიმე დღეში ვნახავთ. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ჩვენ გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ. რაღაც ხდება. გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და იმედი მაქვს, რომ არცთუ შორეულ მომავალში, ჩვენ ვიამაყებთ შესრულებული სამუშაოთი. ვერ ვიქნებით ბედნიერი, როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება, თუმცა ვიქნებით ძალიან ამაყი იმ სამუშაოთი, რომელიც შევასრულეთ, რათა გარდაცვალების რაოდენობა აბსოლუტურ მინიმუმზე დაგვეყვანა“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.