დონალდ ტრამპი - გაერთიანებულ სამეფოსთან აშშ-ის ახალი სავაჭრო შეთანხმება ორივე ქვეყანას უზარმაზარ სარგებელს მოუტანს
გაერთიანებულ სამეფოსთან აშშ-ის ახალი სავაჭრო შეთანხმება ორივე ქვეყანას უზარმაზარ სარგებელს მოუტანს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპის შეფასებით, შეთანხმება, რომელზეც ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან მუშაობს, „დიდებულია“.
„რამდენადაც გაერთიანებული სამეფო ემზადება ევროკავშირის დასატოვებლად, მკაფიოდ განვაცხადე, რომ მზად ვართ, განვახორციელოთ გამორჩეული ახალი სავაჭრო შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელიც უზარმაზარ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.