დონალდ ტრამპი გაერო-ს აკრიტიკებს
დონალდ ტრამპი გაერო-ს აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერო-ს აკრიტიკებს. ნიუ იორკში გამგზავრებამდე აშშ-ის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო პოტენციალის სრულად რეალიზება.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების გამოსვლები ორშაბათიდან დაიწყება. დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში გაერო-ს ტრიბუნაზე მეორედ გამოვა.
ტრამპი მანამდე არაერთხელ გამოვიდა მკაცრი განცხადებით და გაერო გააკრიტიკა. მისი თქმით, აშშ-ი ორგანიზაციის დასაფინანსებლად მილიარდებს ხარჯავს და სასურველ შედეგს ვერ იღებს.