აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფორმალურად დაკავებულია. ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს ინფორმაციას.
ტრამპი ცოტა ხნის წინ მივიდა ნიუ იორკის სასამართლოში, სადაც მას ბრალი უნდა გააცნონ. ბრალის წაყენების პროცესში დონალდ ტრამპი ფორმალურად დაკავებულად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოში მისვლამდე მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.
„მივდივარ ქვედა მანჰეტენისკენ, სასამართლოში. როგორი სიურეალისტური ჩანს – ისინი ჩემს დაპატიმრებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება. გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი!“ – დაწერა ტრამპმა.