დონალდ ტრამპი - „ფოქს ნიუსი“ არაფერს აკეთებს რესპუბლიკელებისა და ჩემ დასახმარებლად, რომ 3 ნოემბრის არჩევნებში გავიმარჯვოთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მასსა და რესპუბლიკელებს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმაროს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ის ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომლის სახელსაც აკონკრეტებს და მათ არაეთიკურად მოიხსენიებს.
„ფოქს ნიუსი“ არაფერს აკეთებს რესპუბლიკელებისა და ჩემ დასახმარებლად, რომ 3 ნოემბერს ხელახლა აგვირჩიონ. დარწმუნებული ვარ, რომ „ფოქს ნიუსზე“ არიან ნამდვილად შესანიშნავი ადამიანები, თუმცა თქვენ ასევე გყავთ ნამდვილი „ნაგავი“ მიმოფანტული მთელს ქსელში, ადამიანები, როგორებიც არიან მანეკენი ხუან უილიამსი, „შუმერიტი“ ქრის ჰანი, რიჩარდ გოდშტაინი, დონა ბრაზილი, ნილ კავუტო და მრავალი სხვა. ისინი იმეორებენ დემოკრატების გამონათქვამებიდან ყველაზე ცუდს და სიცრუეს. ყველაფერი კარგი სრულად ნულდება და მეტიც. ნულოვანი შედეგის ცუდია! „სიენენი“ და „ენბისი“ მთლიანად „არაფრის მაქნისი“ დემოკრატებისთვის არიან! „ფოქსი“ იყო შესანიშნავი!“,- წერს ტრამპი.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, კონსერვატიული ქსელი „ფოქს ნიუსი“ პრეზიდენტ ტრამპისადმი კეთილგანწყობით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ტვიტერში“ მედიასაშუალებებს, „ფოქს ნიუსს“ რამდენიმე განცხადება მიუძღვნა და არხი დემოკრატების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.