დონალდ ტრამპი მაიამიში ჩავიდა, სადაც ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგება
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიამიში ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსადგენად უკვე ჩავიდა. „სიენენის“ ინფორმაციით, მას ბრალს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის რამდენიმე საათში წარუდგენენ.
ტრამპი მაიამიში საკუთარ გოლფის კლუბს ეწვია, სადაც მას მხარდამჭერები დახვდნენ. მაიამის პოლიციის უფროსის თქმით, ფედერალური სასამართლოს შენობასთან დემონსტრაციებს ელოდებიან და მზად არიან, გაუმკლავდნენ ნებისმიერ პროტესტს, რათა დაიცვან უსაფრთხოების წესები.
მისცემენ თუ არა მედიას სასამართლო პროცესის გაშუქების უფლებას, ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს. აქედან 31 ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავება.