აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ მანქანებზე ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. როგორც აშშ-ის ლიდერმა ავსტრიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თუ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება ვერ შედგება, მაშინ აშშ-ი ევროპული მანქანების იმპორტიორებს ტარიფებს დაუწესებს.
„ჩვენ ვცდილობთ, შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ტრამპისგან მიიღო დაპირება, რომ აშშ ევროპიდან იმპორტირებულ მანქანებზე ტარიფებს არ დააწესებს. თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი ევროპულ მანქანების იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.