დონალდ ტრამპი - ევროპიდან აშშ-ში სატვირთო გადაზიდვებს შეზღუდვა არ შეეხება
აშშ-ის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ მის მიერ დაწესებული შეზღუდვები ევროპიდან ქვეყანაში მხოლოდ მგზავრების შეშვებაზე ვრცელდება და ტვირთებს არ შეეხება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„გთხოვთ, გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის და ბიზნესისთვის, იცოდნენ, რომ ევროპიდან მგზავრობაზე დაწესებული 30-დღიანი შეზღუდვა არანაირად არ შეეხება ვაჭრობას. შეზღუდვები აჩერებს ხალხს და არა ტვირთებს“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.
მანამდე, აშშ-ის ლიდერმა სატელევიზიო მიმართვის განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, აშშ ევროპიდან უცხოელი მგზავრების მიღებას 30 დღით აჩერებს და აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა ტვირთებზეც გავრცელდება.