დონალდ ტრამპი - ევროპამ იმდენი უნდა დახარჯოს უკრაინაში, რამდენსაც აშშ ხარჯავს
დონალდ ტრამპი - ევროპამ იმდენი უნდა დახარჯოს უკრაინაში, რამდენსაც აშშ ხარჯავს

ევროპამ იმდენი უნდა დახარჯოს უკრაინაში, რამდენსაც აშშ ხარჯავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ევროპას ამერიკაზე ბევრად მეტი საფრთხე აქვს.

„მათი ეკონომიკა დაახლოებით იმავე ზომისაა, თუ ყველას გავაერთიანებთ, მათი ეკონომიკა ძალიან ახლოს არის ჩვენს ეკონომიკასთან. გარდა ამისა, მათ ჩვენზე ბევრად მეტი საფრთხე ემუქრებათ. ჩვენ შორის ოკეანეა, მათ შორის კი – არა. ევროპა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით ნაკლებს ხარჯავს უკრაინისთვის ფულის გადაცემაში და მე ვთქვი, რომ ეს არის ის, რასაც ნამდვილად უნდა მივხედოთ. ეს მხოლოდ „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დღის წესრიგის წინსვლაა. ეს არ არის ანტიუკრაინული დღის წესრიგი. ვფიქრობ, ეს ძალიან უსამართლოა ამერიკის მიმართ. ძალიან უსამართლოა ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელის მიმართ, როდესაც ჩვენ ვიხდით მთელ ფულს ან ფულის უმეტეს ნაწილს. ევროპამაც უნდა გადაიხადოს. ვამბობ, უნდა გაათანაბრონ. უნდა გაათანაბრონ მასთან, რაც ჩვენ დავხარჯეთ. მათ ეს უნდა გააკეთონ და გააკეთებენ ამას, ისევე როგორც გააკეთეს ნატო-სთან დაკავშირებით. ისინი ამას გააკეთებენ, თუ ვინმე იქნება, რომ ეს უთხრას. როგორ ფიქრობთ, ბაიდენი მოუწოდებს მათ და ეტყვის, რომ უნდა გაათანაბრონ? არა მგონია, რომ მას ეს ოდესმე უთქვამს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.