დონალდ ტრამპი - ერაყში დიდი ენერგია და ძალისხმევა დავხარჯეთ, რასაც ორივე მხრიდან ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
დონალდ ტრამპი - ერაყში დიდი ენერგია და ძალისხმევა დავხარჯეთ, რასაც ორივე მხრიდან ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ჩვენ ერაყში მართლაც დიდი ენერგია და ძალისხმევა დავხარჯეთ, რასაც ორივე მხრიდან ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ერაყის ქურთისტანის ტელევიზიის ჟურნალისტს.

მან დონალდ ტრამპს ჰკითხა, რას ფიქრობს ერაყში არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების შეფერხებაზე და თუ ეხმარება ვაშინგტონი ამ პროცესში ოფიციალურ ბაღდადს.

„ყოველთვის, როცა ერაყის ომის მსხვერპლზე ვლაპარაკობ, ორივე მხარეს ვახსენებ. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ გვაქვს კავშირი ერაყთან და გვინდა, რომ ქვეყანაში მთავრობის ფორმირება დროულად მოხდეს. ჩვენ დავეხმარებით მათ, რამდენადაც შეგვიძლია. მე ყოველგვარი ომის წინააღდეგი ვარ ერაყში და წარსულშიც წინააღმდეგი ვიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამავე ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ტრამპი ქურთების საკითხს ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრისას, ტრამპმა უპასუხოდ დატოვა.