დონალდ ტრამპი „ენბისისა“ და „სიენენს“ ჩინეთის დაცვის მცდელობაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანიებს „ენბისისა“ და „სიენენს“ ჩინეთის დაცვის მცდელობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„MSDNC (MSNBC) და ყალბი ახალი ამბები „სიენენი“ გაველურდნენ ჩინეთის დაცვის მცდელობით“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ღიად ადანაშაულებს.