დონალდ ტრამპი ეკვადორის ხელისუფლებას სასუნთქი აპარატებით დაეხმარება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ეკვადორის ხელისუფლებას სასუნთქი აპარატები გადასცეს.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეკვადორის სამედიცინო რესურსებისა და მედპერსონალის ნაკლებობის გამო, კორონავირუსის გავრცელების შეკავება ჯერ ვერ მოხერხდა და დიდი ალბათობით ფატალური შემთხვევების რიცხვიც ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია.
როგორც ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, მორენოსთან საუბრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის შეთანხმება შედგა და აშშ მზად არის, ეკვადორს სასუნთქი აპარატები გაუგზავნოს.