დონალდ ტრამპი - ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს, მე არაფერი დამიშავებია
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების შემდეგ ატლანტის აეროპორტში მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
როგორც ტრამპი აცხადებს, მას არაფერი დაუშავებია და ამერიკისთვის სამწუხარო დღეა.
„ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს… მე არაფერი დამიშავებია“, – ამბობს ტრამპი.
ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული.
„ჩვენ გვაქვს ყველა უფლება, გავაპროტესტოთ არჩევნები, რომელიც არაკეთილსინდისიერად მიგვაჩნია“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.