დონალდ ტრამპი დემოკრატებს მოუწოდებს, შეისწავლონ, აქვს თუ არა კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება
დონალდ ტრამპის თქმით, დარწმუნებული არაა, რომ კამალა ჰარისს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა დემოკრატებს, შეისწავლონ თუ რამდენად შეესაბამება ჰარისის კანდიდატად წარდგენა კანონით დაწესებულ მოთხოვნებს.
ამ განცხადებით ტრამპი გამოეხმაურა სამართლის დოქტორ ჯონ ისტმენის მიერ „ნიუსვიკში“ გამოთქმულ აზრს, რომ დემოკრატების მიერ ვიცე-პრეზიდნეტის პოსტზე წარდგენილი კამილა ჰარისს ამ თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს, რადგან მისი მშობლები, ჰარისის დაბადების დროს, აშშ-ს მოქალაქეები არ ყოფილან.
შეგახსნებთ, ჰარისი იამაიკელი და ინდოელი მიგრანტების შვილია. ის კალიფორნიაში დაიბადა. კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დემოკრატემა ჯო ბაიდენმა 11 აგვისტოს წარადგინა.