დონალდ ტრამპი დემოკრატებს კორონავირუსის თემის პოლიტიზებაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი დემოკრატებს კორონავირუსის თემის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი დემოკრატებს კორონავირუსის საკითხის პოლიტიზებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხრეთ კაროლინას შტატში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

გამოსვლის დროს თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ იმპიჩმენტისა და არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიების შემდეგ, დემოკრატების მხრიდან კორონავირუსის თემით პოლიტიზირება ხდება. ამასთან, აშშ-ის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ „ქვეყანა კორონავირუსს კარგად უმკლავდება“.

„ინფექციის გავრცელების შესაკავებლად ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებს შეესაბამება. იქნება ეს ვირუსი თუ ჯანდაცვის სხვა საფრთხეები, დემოკრატების ღია კარის პოლიტიკა ყველა ამერიკელის ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საშიშროებას წარმოადგენს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, 26 თებერვალს გამოვლინდა.