დონალდ ტრამპი - დემოკრატები ლინჩის წესით მსჯიან, თუმცა ჩვენ გავიმარჯვებთ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატების მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობა, ლინჩის წესით დასჯას შეადარა.
ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ერთ დღესა, თუ პრეზიდენტად დემოკრატს აირჩევენ და რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატას გააკონტროლებენ, თუნდაც პატარა უპიირატესობით, მათ შეუძლიათ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ყოველგვარი სამართლიანობისა და კანონიერი უფლების გარეშე. ყველა რესპუბლიკელმა უნდა დაიმახსოვროს თუ რა პროცესს ადევნებენ თვალს – ეს ლინჩის წესით დასჯაა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ”, – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ლინჩის წესით დასჯა ისტორიული ტერმინია და ის თეთრკანიანების მიერ აფროამერიკელების გასამართლების გარეშე სიკვდილით დასჯას აღნიშნავს.
დემოკრატები ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ლიდერზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებენ.