დონალდ ტრამპი - „დემოკრატები“ კიდევ ერთი არჩევნების მოპარვას ცდილობენ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, კალიფორნიის შტატში „დემოკრატები“ კიდევ ერთი არჩევნების მოპარვას ცდილობენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„კალიფორნიაში „დემოკრატებმა“, რომლებიც მხოლოდ ფოსტით ხმის მიცემისთვის იბრძოდნენ, და წარმატებას მიაღწიეს, ახლახანს გახსნეს საარჩევნო კაბინები ხმის მისაცემად, შტატის იმ ნაწილში, სადაც ყველზე მეტი დემოკრატია. ისინი კიდევ ერთი არჩევნების მოპარვას ცდილობენ. ეს ფალსიფიკაციაა. ეს ხმები არ უნდა ჩაითვალოს. თაღლითობაა“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ კალიფორნია პირველი შტატია, სადაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა დარეგისტრირებულ ამომრჩევლებს ფოსტით შეეძლებათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო.