დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ.
დონლად ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დადგა. მან სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა.
დონლად ტრამპმა კიმ ჩენ ინს ხელი ჩამოართვა და მიესალმა.
ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დროს, დემილიტარიზებულ ზონაში ასევე იმყოფებოდნენ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი.
კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან ერთად დაათვალიერა დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სამეთვალყურეო საგუშაგო. ამერიკულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს, რომ დონალდ ტრამპი მუნ ჯე ინთან ერთად ჩრდილოეთ კორეასთან საზღვარს ათვალიერებენ.
ტრამპი ასევე შეხვდა სამხრეთ კორეელ და ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც დემილიტარიზებულ ზონაში მსახურობენ. „ჩვენ თვქენთან ვართ უკანასკნელ წამამდე“, – განაცხადა ტრამპმა.
დონლად ტრამპი კიმ ჩენ ინს უკვე მესამედ შეხვდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან დემილიტარიზებულ ზონაში შეხვედრის სურვილის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.