დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დებატების ფორმატში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან
აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატები, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი ოპონენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს დებატების ფორმატში პირველად დაუპირისპირდებიან. დებატები 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
დებატები სოციალური დისტანცირების წესების დაცვით გაიმართება და საათ-ნახევარს გაგრძელდება.
დებატები ექვს ნაწილად იქნება გაყოფილი. ტრამპი და ბაიდენი მათ კანდიდატურებზე, აშშ-ს უზენაეს სასამართლოზე, კორონავირუსის პანდემიაზე, ეკონომიკაზე, არჩევნების ხელშეუხებლობასა, ქვეყანაში რასიზმისა და ძალადობის წინააღდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრებენ.
„როიტერი“ წერს, რომ დებატებისას დიდი ალბათობით განიხილავენ „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშსაც, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა ბოლო ორი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადებში მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა, ხოლო მანამდე, 10 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.