დონალდ ტრამპი - ჩვენი ქვეყანა ისევ აყვავებულია და დიდი პატივისცემით სარგებლობს
ჩვენი ქვეყანა ისევ აყვავებულია და დიდი პატივისცემით სარგებლობს – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს გააკეთა.
დონალდ ტრამპმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წინსვლაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი მოქალაქეების შემოსავალი იზრდება, სიღარიბე იკლებს, დანაშაული მცირდება, ნდობა მატულობს. დრო, როდესაც ჩვენ ქვეყანას იყენებდნენ და ეზიზღებოდათ სხვა ხალხებს, დიდი ხანია დასრულდა. ჩვენ უარი ვთქვით ამერიკული ბედისწერის დაკნინებაზე. წინ მივიწევთ ისეთი ტემპით, რომელიც მრავალი წლის წინ წარმოუდგენელი იყო და უკან არასდროს დავბრუნდებით“, – განაცხადა ტრამპმა.
ეს ტრამპის კონგრესისადმი რიგით მესამე მიმართვაა. კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლას ტრადიციულად ესწრებიან ორივე პალატის დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ადმინისტრაციის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიმართვა სენატში მის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურის დასკვნით ეტაპს დაემთხვა. კენჭისყრა სენატში, 6 თებერვალს არის დაგეგმილი.