ჩვენ გვქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ტელედებატებისას განაცხადა.
„ჩვენ არასდროს გვქონია ასეთი კარგი შედეგები. ყველა ქვეყანა გაოცებული იყო. ჩვენ დაგვარტყა კოვიდმა და როდესაც ეს მოხდა, ჩვენ დავხარჯეთ საჭირო თანხა, რათა არ აღმოვჩენილიყავი დიდ დეპრესიაში, როგორიც იყო 1929 წელს. ჩვენი ვადის ამოწურვისას, ჩვენ შესანიშნავი საქმე შევასრულეთ. ბევრი რამ გავაკეთეთ ეკონომიკის, სამხედრო კუთხით. ჩვენ არ გვქონდა ომები და სხვა რამ. ყველაფერი იყო შესანიშნავად. საქმე, რისთვისაც არასდროს მიგვიღია ქება, არადა, უნდა მიგვეღო, იყო კოვიდის არეულობიდან გამოყვანა. მან შექმნა მანდატები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა იყო. ჩვენ მათ დავუბრუნეთ ქვეყანა, სადაც საფონდო ბირჟის მაჩვენებელი იყო იმაზე მაღალი, ვიდრე კოვიდამდელ პერიოდში და არავინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. სამუშაო ადგილები, რომლებიც მან შექმნა, იყო მხოლოდ არალეგალი მიგრანტებისთვის და კოვიდის შემდგომი აღდგენილი სამუშაოები. მას არ შეუსრულებია კარგი სამუშაო, მან ცუდი სამუშაო გააკეთა, ინფლაცია ჩვენს ქვეყანას კლავს.
ერთადერთი, რაც ჯო ბაიდენმა სიმართლე თქვა, იყო ის, რომ მე ისტორიაში გადასახადები ყველაზე მეტად შევამცირე, მე ასევე ყველაზე მეტად შევამცირე რეგულაციები, სწორედ ამიტომ შევქმენით ამდენი სამუშაო ადგილი. შემდგომ სამუშაო ადგილები შემცირდა და კვლავ აღდგა და ის ქებას იღებს აღდგენილ სამუშაო ადგილებზე. თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ. მან ასევე თქვა, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო 9-პროცენტიანი ინფლაცია. არა. მას მემკვიდრეობით თითქმის არანაირი ინფლაცია არ მიუღია. და ეს ასე რჩებოდა 14 თვის განმავლობაში და შემდგომ მკვეთრად გაიზარდა მისი ხელმძღვანელობის პირობებში, რადგან ისინი ხარჯავდა ფულს, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც არ იცის, რას აკეთებენ. და მათ არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ეს იყო ალბათ ყველაზე ცუდი ადმინისტრაცია ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.