დონალდ ტრამპი - ჩვენ გვექნება დიდი ღამე, თუმცა ეს პოლიტიკა და არჩევნებია, არასდროს იცი, რა მოხდება
დონალდ ტრამპი - ჩვენ გვექნება დიდი ღამე, თუმცა ეს პოლიტიკა და არჩევნებია, არასდროს იცი, რა მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიაში, არლინგტონში მდებარე რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შტაბი მოინახულა.

„ჩვენ გვექნება დიდი ღამე, თუმცა ეს პოლიტიკა და არჩევნებია და არასდროს იცი, რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა საარჩევნო შტაბში მისვლისას.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის წარმატებაში დარწმუნებულია. თუმცა ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ არც გამარჯვებისა და არც დამარცხების აღიარების სიტყვა არ მოუმზადებია.

„საბედნიეროდ, ჩვენ ამ ორიდან მხოლოდ ერთის წარმოთქმა მოგვიწევს. მოგება მარტივია. წაგება არასდროს არის მარტივი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამჟამად აშშ-ში გახსნილია ყველა საარჩევნო უბანი. ყველაზე გვიან საარჩევნო უბნები ალიასკასა და ჰავაის კუნძულებზე გაიხსნა. შესაბამისად, იქ საარჩევნო უბნები ყველაზე ბოლოს დაიკეტება, კერძოდ კი, თბილისის დროით დილის 10:00 საათზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 100 მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა.