აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ტრაგედია და საშინელებაა”, რადგან გერმანია და სხვა ქვეყნები მილიარდობით დოლარს უხდიან რუსეთს, ამავე დროს კი ცდილობენ, მსოფლიოში მშვიდობა შეინარჩუნონ.
დონალდ ტრამპის თქმით, მან პირდაპირ განუცხადა ანგელა მერკელს, რომ ეს შეცდომაა, რადგან გერმანია ელექტროენერგიის 40-50%-ს და როგორც მას სმენია, შესაძლოა, 70%-საც კი, რუსეთიდან იღებს. პრეზიდენტის თქმით, დაუშვებელია, იზრუნო მშვიდობაზე, როდესაც სხვა ქვეყანას ამხელა გავლენა აქვს შენზე.
თუმცა ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერი გააკრიტიკა. დონალდ ტრამპი ნეგატიურ მოვლენად მიიჩნევს იმიგრაციას, მათ შორის გერმანიის ღია კარის საზღვრების პოლიტიკას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოვლენა ცვლის კულტურასა და უსაფრთხოებას.
დონალდ ტრამპმა ასევე გაიხსენა გერმანიის ქმედება სოლსბერის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ბრიტანეთის მხარდაჭერის მიზნით, აშშ-მა ქვეყნიდან 60-მდე რუსი დიპლომატი, გერმანიამ კი მხოლოდ სამი გააძევა.