დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიდევ ერთ შეხვედრას არ გამორიცხავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მორიგ შეხვედრას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, შეხვედრა შესაძლოა, წლის ბოლომდე გაიმართოს.
ტრამპი აღნიშნავს, რომ შეხვედრის სურვილი ჩრდილოეთ კორეის მხარეს აქვს.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის ამ დრომდე ბირთვული განიარაღების საკითხზე ორი შეხვედრა გაიმართა, ერთი სინგაპურში, მეორე კი, ვიეტნამის დედაქალაქში. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჰანოის შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, მოლაპარაკებები შეწყდა.