დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული სამი ამერიკელი გათავისუფლებულია
ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული სამი ამერიკელი გათავისუფლებულია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მაიკ პომპეოს კიმ ჩენ ინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა. როგორც დონალდ ტრამპი წერს, მასსა და კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი შეხვედრის დრო და ადგილი შეთანხმებულია.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე ჰაერშია და ჩრდილოეთ კორეიდან ბრუნდება სამ შესანიშნავ ჯენტელმენთან ერთად, რომლებთან შეხვედრასაც ყველა ასე მოუთმენლად ელოდა. ასევე კარგი შეხვედრა გაიმართა კიმ ჩენ ინთან. თარიღი და ადგილი შეთანხმებულია“, – წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მაიკ პომპეო სამ გათავისუფლებულ ამერიკელთან აშშ-ში ერთად ადგილობრივი დროით ღამის 02:00 საათზე ჩავა. აშშ-ის პრეზიდენტი მათ ენდრიუსის ავაიბაზაზე დახვდება.
აშშ-ის სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი კიმ დონგ ჩული ჩრდილოეთ კორაში ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე, ხოლო ორი მამაკაცი კი კიმ ჰაკ-სონი და კიმ სან დუკი ჩრდილოეთ კორეაში გასული წლის გაზაფხულზე დააკავეს.