დონალდ ტრამპი - ჩემ წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ დაიწყეს
დონალდ ტრამპი - ჩემ წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ დაიწყეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ დაიწყეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ლუიზიანაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დემოკრატებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი ტყუილისთვის და დანაშაულებისთვის. ახლა კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა ნენსი პელოსიმ და ადამ შიფმა, ასევე თაღლითმა მედიამ დაიწყეს ალქაჯებზე ნადირობა არანორმალურ, ბოდვით, დესტრუქციულ და ჰიპერპარტიულ იმპიჩმენტზე“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს. ოპონენტები დონალდ ტრამპს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და იმპიჩმენტის პროცედურას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს.