დონალდ ტრამპი - ჩემი უდიდესი მიღწევა მტრების მოშორება იქნება, მათი ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის
დონალდ ტრამპი - ჩემი უდიდესი მიღწევა მტრების მოშორება იქნება, მათი ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა პოლიტიკური მტრების თავიდან მოშორება იქნება.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ამასთან, ტრამპს არ დაუკონკრეტებია ვისზე საუბრობს, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანების ვინაობის დადგენა მისი „ტვიტერის“ გვერდისთვის ერთი თვალის გადავლებითაც არის შესაძლებელი.“

„ისინი არიან ბინძური ადამიანები. ისინი ცუდი ადამიანები არიან. ისინი ბოროტები არიან. იმედი მაქვს, ერთ დღესაც, ჩავთვლი, რომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იქნება მათი თავიდან მოშორება, რადგან მათი ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის“, – განაცხადა ტრამპმა.